ვაერთიანებთ აგრონომიას, საინვესტიციო დაგეგმვასა და ინჟინერიას, რათა იდეა გადაიქცეს მართვად სასოფლო-სამეურნეო პროექტად.
განვიხილოთ პროექტი↗Primefarms-ის
შესახებ









Primefarms ქართული სარწყავი სისტემების და აგროტექნოლოგიური კომპანიაა. მისი გამოცდილება მრავალწლიან პრაქტიკასა და მასშტაბური კომერციული პროექტების რეალიზაციაზეა დაფუძნებული. ჩვენ ვღებულობთ სრულ პასუხისმგებლობას პროექტზე დაგეგმვის ეტაპიდან საბოლოო შესრულებამდე და პარალელურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო მწარმოებლებთან, აგრონომებთან და ტექნიკურ სპეციალისტებთან. სწორედ ამ პრაქტიკულმა გამოცდილებამ მოგვცა შესაძლებლობა, ინვესტორს შევთავაზოთ არა უბრალოდ პროდუქტი, არამედ სწორად დაგეგმილი და გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტა.
Primefarms სისტემატიურად მონაწილეობს წამყვან საერთაშორისო აგრო გამოფენებში, სადაც ვეცნობით ახალ ტექნოლოგიებს, პროდუქტებსა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს. ჩვენი მიზანია, გლობალური გამოცდილება და ტექნოლოგიური სიახლეები დროულად გადმოვიტანოთ ქართულ ბაზარზე, შევაფასოთ მათი გამოყენებადობა ადგილობრივ პირობებში და პროფესიონალურ გუნდთან ერთად დავნერგოთ თანამედროვე, ეფექტური და საიმედო გადაწყვეტილებები.
ჩვენი მიდგომა არ არის მიბმული რომელიმე კონკრეტულ ბრენდზე. მრავალწლიანი მუშაობის შედეგად კარგად ვიცნობთ სხვადასხვა მწარმოებლის ძლიერ მხარეებსა და თითოეული ტექნოლოგიის რეალურ შესაძლებლობებს, რაც გვაძლევს საშუალებას, პროექტისთვის შევარჩიოთ და გავაერთიანოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება კულტურას, ნიადაგსა და წყლის პირობებს, პროექტის მასშტაბსა და ინვესტორის ეკონომიკურ მიზნებს.
საჭიროებისამებრ, Primefarms ინვესტორისთვის მუშაობს როგორც ერთიანი ტექნიკური და საკონსულტაციო პარტნიორი — პროექტის კონცეფციისა და ტექნოლოგიის შერჩევის ეტაპიდან ინფრასტრუქტურის მოწყობამდე და გაშვებამდე. ჩვენ პარტნიორად ვრჩებით პროექტში გაშვების შემდეგაც — მზად ვართ ტექნიკური მხარდაჭერისთვის და გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის საჭიროების შემთხვევაში.
ჩვენთვის მთავარი არ არის კონკრეტული ბრენდის ან აღჭურვილობის გაყიდვა — მთავარია, რომ განხორციელებული ინვესტიცია იყოს ტექნიკურად გამართული, ეკონომიკურად დასაბუთებული და გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტური.
ერთი გუნდი
მთელი პროექტისთვის
კლიენტს არ უწევს ერთმანეთთან დაუკავშირებელი მომწოდებლების მართვა. Primefarms აერთიანებს ძირითად სამუშაოებს ერთ პასუხისმგებლიან პროცესში.
მიზანი, მიწა, წყალი, კლიმატი და პროექტის საწყისი რისკები.
კულტურის, ბიზნესმოდელისა და განხორციელების გზის განსაზღვრა.
სარწყავი, სატუმბი, ფილტრაციისა და ავტომატიზაციის პროექტირება.
მომარაგება, მონტაჟი, გაშენება, გაშვება და შემდგომი მხარდაჭერა.
როცა პროექტი ჯერ
მხოლოდ ჩანაფიქრია
შეგვიძლია ჩავერთოთ ადრეულ ეტაპზეც — სანამ შერჩეულია მიწა, კულტურა ან საბოლოო საინვესტიციო მოდელი.
მიწის მოძიება და შეფასება
შესაფერისი ლოკაციის მოძიებაში დახმარება და ძირითადი რესურსების შეფასება.
საინვესტიციო კონცეფცია
კულტურის, მასშტაბისა და განვითარების შესაძლო მოდელის ჩამოყალიბება.
ბიზნესგეგმა
პროექტის ტექნიკურ მოცულობასა და საოპერაციო ლოგიკაზე დაფუძნებული დაგეგმვა.
დაფინანსების მხარდაჭერა
საჭირო ინფორმაციისა და პროექტის მასალების მომზადებაში დახმარება.
კომპეტენცია
პასუხისმგებლობა
პირდაპირი კომუნიკაცია
- 01გადაწყვეტილება რეალურ პირობებზე დაყრდნობით
- 02ტექნოლოგია პროექტის საჭიროებისთვის და არა პირიქით
- 03პასუხისმგებლობა შესრულებასა და შედეგის ხარისხზე
- 04გრძელვადიანი ტექნიკური და საოპერაციო მხარდაჭერა
განვიხილოთ თქვენი
პროექტის საწყისი გზა
მოგვწერეთ საინვესტიციო მიზნის, მიწის ან დაგეგმილი სარწყავი ინფრასტრუქტურის შესახებ.
george@primefarms.ge ↗+995 571 18 18 08WhatsApp ↗