ქვიშის ფილტრები
ორგანული მინარევისა და წყალმცენარეების მოსაცილებლად. ძირითადად ზედაპირული წყლისთვის — მდინარე, არხი, წყალსაცავი.
ვაპროექტებთ და ვამონტაჟებთ საფილტრაციო სადგურებს პროექტის საჭირო წარმადობით. ფილტრის ტიპი და კომბინაცია შეირჩევა ობიექტის წყლის ანალიზის მიხედვით.
განვიხილოთ პროექტი↗ყველა ტიპს ვამონტაჟებთ ავტომატური გარეცხვით. ხშირად სადგური ორი ტიპის კომბინაციაა — მაგალითად, ჰიდროციკლონი ან ქვიშის ფილტრი წინასწარი გაწმენდისთვის და დისკური ან ბადის ფილტრი საბოლოოდ.
ორგანული მინარევისა და წყალმცენარეების მოსაცილებლად. ძირითადად ზედაპირული წყლისთვის — მდინარე, არხი, წყალსაცავი.
ქვიშისა და მძიმე მინერალური ნაწილაკების მოსაცილებლად, ძირითადად ჭისა და ბურღილის წყალზე. ხშირად პირველ საფეხურად დგას.
მექანიკური ფილტრაცია დისკების პაკეტით. გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ისე ქვიშის ფილტრის ან ჰიდროციკლონის შემდეგ.
ბადით მექანიკური ფილტრაცია შედარებით სუფთა წყლისთვის ან საბოლოო საფეხურად, საწვეთურების დასაცავად.

Netafim-ის ფილტრაცია, მოწყობილი სატუმბ სადგურებთან და ავტომატურ მართვასთან ერთ სისტემად. ასევე მოწყობილი გვაქვს 70, 100 და 120 მ³/სთ წარმადობის სადგურები. იხილეთ პროექტი.
ფილტრაციის შერჩევა იწყება ობიექტის წყლის ანალიზით: რა ტიპის და რა რაოდენობის მინარევია წყალში, რა წარმადობა სჭირდება სისტემას და როგორი სარწყავი ქსელი დგას შემდეგ. ამ მონაცემებით ვარჩევთ ფილტრების ტიპს, მათ კომბინაციას და ავტომატური გარეცხვის რეჟიმს.
Primefarms ახორციელებს საფილტრაციო სადგურის სრულ ციკლს: პროექტირება, აღჭურვილობის მიწოდება, მონტაჟი, გაშვება და შემდგომი მომსახურება. სადგური ერთიანდება სატუმბ სადგურთან, ფერტიგაციასა და ავტომატურ მართვასთან.
ფილტრაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წვეთოვან სისტემაში, სადაც წყლის ხარისხზეა დამოკიდებული საწვეთურების მუშაობა. ტექნოლოგია: Netafim, AZUD.
საჭიროა ნაკვეთის მდებარეობა და ფართობი, კულტურა, წყლის წყაროსა და ელექტროენერგიის შესახებ არსებული ინფორმაცია. პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს ობიექტზე ტექნიკური ვიზიტიც.
george@primefarms.ge ↗+995 571 18 18 08WhatsApp ↗