კურკოვანი ხილის
ბაღებში ინვესტიცია
ინვესტორი აფინანსებს პროექტს. Primefarms და Agrovero ერთიანი გუნდის სახით გეგმავენ, აშენებენ და მართავენ ბაღს — მიწის მოძიებიდან მოსავლის რეალიზაციამდე.
მიწის მოძიება, ნერგები, გაშენება, სარწყავი სისტემა, საგრანტო განაცხადი და ბაღის მართვა — ჩვენი პასუხისმგებლობით.
განვიხილოთ პროექტი↗ინვესტორი აფინანსებს
Primefarms და Agrovero ახორციელებენ
Primefarms და Agrovero იღებენ პასუხისმგებლობას პროექტის დაგეგმვაზე, შესრულების ორგანიზებასა და შემდგომ მართვაზე — მიწის მოძიებიდან მოქმედ ბაღამდე.
ინვესტორის როლი
ინვესტორი უზრუნველყოფს პროექტის დაფინანსებას. Primefarms და Agrovero ერთიანი გუნდის სახით არიან პროექტის შემსრულებლები და აორგანიზებენ სამუშაოს ყველა ეტაპს. პროექტის მოცულობას, მართვისა და საკუთრების პირობებს წინასწარ ვათანხმებთ.
Primefarms — მიწის შეფასება, პროექტირება, სარწყავი და საინჟინრო ინფრასტრუქტურა.
Agrovero — ბაღის გაშენება, აგრონომიული მართვა და მოვლა.
ინვესტორისთვის ეს არის ერთი გუნდი, რომელიც მართავს პროექტის სრულ ციკლს.
რას ვაორგანიზებთ
- მიწა და შეფასებამიწის მოძიება, ნიადაგისა და წყლის შეფასება, შეძენის კოორდინაცია.
- საგრანტო პროცესიშესაბამისი პროგრამის მოძიება, განაცხადის მომზადება და მისი განხილვის კოორდინაცია.
- პროექტი და გაშენებაკულტურისა და ნერგების შერჩევა, ბიუჯეტის დაგეგმვა, დარგვის ორგანიზება.
- ინფრასტრუქტურასარწყავი, სატუმბი და სხვა საჭირო სისტემების დაგეგმვა და მოწყობა.
- ოპერირებასამუშაო გუნდის დაკომპლექტება, აგრონომიული მოვლისა და ტექნიკური მომსახურების ორგანიზება.
- მოსავალიმოსავლის დაგეგმვა და რეალიზაციაში მხარდაჭერა.
კურკოვანი ხილის ბაღის კონცეფცია
კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის დაგეგმილი სამი კულტურა. ბაღის გამოსახულება ილუსტრაციულია და არ წარმოადგენს მიწის გეგმას.

კულტურების განაწილება
საინვესტიციო მოდელი
ეს თანხები პოტენციური პროექტის ბიუჯეტის შეფასებებია. ინვესტიციის საბოლოო ოდენობა და შესაძლო გრანტის გავლენა პროექტის განხილვისას დაზუსტდება.
მონაცემები წარმოადგენს კონკრეტული 45 ჰექტრიანი მოდელის მაგალითს და არ ნიშნავს ინვესტიციის მინიმალურ ოდენობას. პროექტის მასშტაბი და ბიუჯეტი ინვესტორის შესაძლებლობების მიხედვით ინდივიდუალურად განისაზღვრება.
შემოსავლების ზრდა
იდეიდან მოქმედ ბაღამდე
- 01
დაგეგმვა
მიწა, წყალი, კულტურა და ფინანსური მოდელი.
- 02
ინფრასტრუქტურა
სარწყავი სისტემა, სატუმბი, ფილტრაცია და გზები.
- 03
გაშენება
ნერგები, დარგვა და ბაღის მოწყობა.
- 04
მართვა
აგრონომიული და ტექნიკური ოპერირება.
- 05
რეალიზაცია
მოსავლის დაგეგმვა და გაყიდვის მხარდაჭერა.
განვიხილოთ ხეხილის ბაღში ინვესტიცია საქართველოში?
თუ მიწა უკვე გაქვთ, მოგვაწოდეთ მისი მდებარეობა და ფართობი. თუ არა, მიწის მოძიებიდან დავიწყებთ და შემდეგ შევათანხმებთ კულტურასა და პროექტის მოდელს.
განვიხილოთ პროექტი↗ ჩამოტვირთეთ საინვესტიციო პრეზენტაცია↓george@primefarms.ge